


მეტალის ზედაპირისთვის გრუნტები, საღებავები, გრუნტ-საღებავები

სწრაფადშრობადი
- ანტიკოროზიული გრუნტი – შავი, თეთრი, მუქი ნაცრისფერი
- საღებავი – გამჭვირვალე ბაზა ნებისმიერი ფერის დასამზადებლად
- 3:1-ში ანტიკოროზიული გრუნტ-საღებავი – შავი, თეთრი (ერთმანეთში გადარევით სასურველი ტონალობის ნაცრისფერი) და გამჭვირვალე ბაზა ნებისმიერი ფერის დასამზადებლად
გამოიყენეთ, როცა საჭიროა სწრაფი სამუშაო პროცესი. იდეალურია მცირე რემონტებისთვის ან საპროექტო სამუშაოებისთვის, სადაც დრო კრიტიკულია. გრუნტი ანტიკოროზიული ეფექტისთვის, ხოლო საღებავი შეგიძლიათ თქვენი საჭიროების ფერში შეკვეთოთ ვიზუალური ეფექტისთვისვის და გრუნტის დასაცავად. 3:1-ში პროდუქტი სწრაფი და მარტივი გადაწყვეტილებაა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ანტიკოროზიულ თვისებებსა და საღებავის საბოლოო ვიზუალს. იხსნება ნიტროს გამხსნელში.

საშუალო შრობის (ნახევრად სინთეტიკური)
- ანტიკოროზიული გრუნტი – შავი, თეთრი, ნაცრისფერი, წითელი ოქსიდის ფერი
ბალანსი სამუშაო დროასა და გამძლეობას შორის. გამოიყენეთ სტანდარტული მეტალის კონსტრუქციებისთვის, რომლებიც საშუალო ტემპერატურისა და დატვირთვის პირობებშია. იხსნება როგორც ნიტრო გამხსნელში, ასევე White Spirit-სა და ბენზინში (რეკომენდირებული არ არის)

გვიანშრობადი (სინთეტიკური, ზეთოვანი)
- 3:1-ში ანტიკოროზიული გრუნტ-საღებავი – შავი, თეთრი (ერთმანეთში გადარევით სასურველი ტონალობის ნაცრისფერი)
მაქსიმალური გამძლეობის და ობიექტების დაცვის შემთხვევაში. შესაფერისია ინდუსტრიული მეტალოსამონტაჟო სამუშაოებისთვის ან გარე კონსტრუქციებისთვის, სადაც ხანგრძლივი დაცვაა საჭირო. შესაძლოა გამოყენებული იქნას თუნუქის სახურავის შესაღებად. იხსნება White Spirit-სა და ბენზინში (რეკომენდირებული არ არის)